საქართველოს რაგბი: ვიზიარებთ ოჯახების ტრაგედიას, პოლიტიკური ელფერის აქციებში არ ვერთვებით

fb.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, ისინი იზიარებენ ოჯახების ტრაგედიას, თუმცა არ ერთვებიან აქციებში, „რომელთაც პოლიტიკური ელფერი აქვთ“.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გამომსვლელებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ ბორჯღალოსნები და მათი გულშემატკივრები პროტესტს შეუერთდებოდნენ მას შემდეგ, რაც ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე მიმდინარე მატჩი დასრულდებოდა.

პარლამენტთან ხორვას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პროტესტის გამო დღეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. აქციაზე მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

 

 

კომენტარები