უბედური შემთხვევა

ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა

0 კომენტარი

ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა.

"ტყიბულში კვლავ ტრაგედია დატრიალდა! დაღუპულია ორი მუშა!!!! დეტალებს ვარკვევთ... ამ წუთებში ცნობილია მხოლოდ ის, რომ საწარმოო შემთხვევა არ მომხდარა ჯიაიჯი ჯგუფის შახტებში... დაღუპულები არიან გიშრის მოპოვების ღია კარიერებზე... ვარკვევთ კომპანიის სახელწოდებას", - წერს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირს წარმომადგენელი, ილია ლეჟავა ფეისბუქზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინდ. მეწარმის მიერ დარეგისტრირებულ საწარმოში მოხდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები