ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
გამოცემა წერს, რომ ძლიერი წვიმის გამო ცენტრალურ და შიდა კვარტალურ გზებზე ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. დატბორილია ე.წ სტამბულის ბაზარის ტერიტორია.
როგორც ტაბულას ადგილობრივებმა უთხრეს, დატბორილია გზები, სარდაფები და მაღაზიები.
რუსთავში არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს ფეისბუქ მომხმარებლები ავრცელებენ.
ასევე, იხილეთ ინფო რუსთავის Facebook Live: