სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე სავარაუდოდ, პატრიარქს შეხვდება

ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა დღეს საქართველოს პატრიარქს შეხვდება.

"მე როგორც პატარა კაცი, ვერ გამოვნახე... არ ვიცი როგორ უნდა დავეკონტაქტო საპატრიარქოს და ძალიან დიდი სურვული მაქვს მეც დღეს 4 საათისთვის თუ იქნება საშუალება, რომ შევხვდე ჩემს სულიერ მამას. არამარტო ჩემ სულიერ მამას, არამედ მთელი მართლმადიდებელი საქართველოს მოქალაქეების სულიერ მამას", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღესვე, რუსთაველის გამზირზე, სადაც კარვებია გაშლილი, ზაზა სარალიძეს სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი შეხვდა.

"ნუგეში მივეცი ადამიანს. არა გვაქვს ამის უფლება? სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები