ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე: მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შსს კუპრავას დაკავებას აპირებს

რუსთავი 2

ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინგან საქმეთა სამინისტრო ზვიად კუპრავას დაკავებას აპირებს.

მან განაცხადა, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია "ნუ მომკლავ" გრძელდება. სარალიძის განცხადებამდე აქციაზე სიტყვით ზვიად კუპრავა გამოვიდა და თქვა, რომ რადგან შსს-ს ჰქონდა ინფორმაცია საფრთხეების შესახებ, გამოყოფდნენ სამკაციან ნდობის ჯგუფს შსს-სთან შესახვედრად.

"მინდა მივმართო შსს-ს და გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ აქვთ ყველა შესაბამისი შესაძლებლობა და წვდომა მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ, ალბათ, სამ კაციან ნდობის ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზასი, საორგანიზაციო ჯგუფიდან და თუ ნებავს იქით ვეახლებით შსს-ს, თუ სურთ წარმომადგენელი მოავლინონ ჩვენთან. ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ გვითხრას, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს საფრთხეები, შევაფასოთ ასევე რამდენად რეალისტურია ან არარეალისტურია. ვინაიდან ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ არ ვიცით შეიძლება ზაზა ისეთ ადგილზე გავიდეს სადაც საფრთხეა, იცის შსს-მ, არ ვიცით ჩვენ და შესაბამისად, რადგან ჩვენ არ ვიცით, ზაზა რეალურად ჩავარდეს საფრთხეში. ჩვენ 24 საათი აქ ვართ. თუ დავუშვათ ისვენებენ დღეს, ხვალ დილითვე მზად ვართ შეხვედრისთვის." თქვა მან.

კომენტარები