სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ში 2 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე შსს-ში გამოკითხვები გრძელდება. ამჯერად უწყებაში ორი პირი იკითხება.

შსს-ს პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ერთი მათგანი 51-ე სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე მასწავლებელი.

უწყებაში არ აქვთ ინფორმაცია დღის განმავლობაში რამდენი პირი გამოკითხება. თუმცა, სავარაუდოდ, გამოკითხვები გაგრძელდება.

უცნობია, კონკრეტულად რა ნაწილში და რა კითხვები აქვს გამოძიებას დღეს დაბარებულ პირებთან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 51-ე სკოლის 2 მოსწავლის საქმეზე მოსამართლე ეკა არეშიძემ გადაწყვეტილება 31 მაისსგამოაცხადა, რომლის მიხედვით, ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ იყო და ის ამ დრომდე თავისუფალია.

სასამართლომ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

გ.ჯ-ს 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გ.ბ.-ს კი 10 წლით და 6 თვით.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ზაზა სარალიძემ აქციები დააანონსა, პროკურატურასთან მას მხარდამჭერები შეუერთდნენ. შედეგად, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. აქციებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და მკვლელების და მათი მფარველების დასჯის მოთხოვნას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. იმავე ღამეს, პარლამენტის შენობასთან მისულ პრემიერმინისტრს აქციის მონაწილეებმა არ მოუსმინეს, რის შემდეგაც, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ხორავას ქუჩის საქმე შსს-ს დაუბრუნდება. სწორედ ამის შემდეგ იბარებენ შსს-ში გამოკითხვაზე იმ პირებს, ვისაც შესაძლოა საქმეზე ინფორმაცია ჰქონდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები