თბილისის მეტრო

მეტროს მემანქანეებმა აქციაზე გამოაცხადეს, რომ უვადო გაფიცვას და შიმშილობას იწყებენ

თბილისის მერია

მეტროს მემანქანეებმა გლდანის დეპოში გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ უვადო გაფიცვას და შიმშილობას იწყებენ რაც 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.

აღნიშნულ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია გამოეხმაურა, სადაც აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი მხოლოდ დავის განხილვის პერიოდში მემანქანეების გაფიცვის უფლების დროებითი შეზღუდვა და მეტროპოლიტენის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირება იყო, რათა თავიდან აერიდებინათ საფრთხე და მოსახლეობისათვის მინიშვნელოვანი საქმიანობიების პარალიზება. ისინი მოუწოდებენ მემანქანეებს გაითვალისწინონ ამ მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა. მემანქანეები ხელფასის 45%-იან ზრდას ითხოვენ.

კომენტარები