შსს

შსს: შალვა კუჭაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ აქციის "ნუ მომკლავ" ერთ-ერთი ლიდერის, შალვა კუჭაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე შალვა კუჭაშვილმა განაცხადა, რომ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე მას ხმოვან მესიჯებს უგზავნიდა და ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ვაკის პარკში და რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე გრძელდება. ზაზა სარალიძე ამჟამად არც-ერთ აქციაზე არ იმყოფება. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე იმყოფება იქ, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

კომენტარები