შსს

სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს

სახალხო დამცველი

პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ-ს და 1964 წელს დაბადებულ ლ.ა-ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

"დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აცხადებს შსს.

კომენტარები