ვულკანის ამოფრქვევა

გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევას 25 ადამიანი ემსხვერპლა [ფოტოები]

0 კომენტარი

გვატემალაში ვულკანი ფუეგო (ცეცხლის ვულკანი) ამოიფრქვა. დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ვულკანი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ლავამ ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია.

მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. კვამლის და ფერფლის გამო დაიხურა დედაქალაქის აეროპორტი.

პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ისრაელმა განაცხადა, რომ გვატემალას დახმარებას აღმოუჩენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები