ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძეს პრემიერთან შეხვედრა სხვა მშობლებთან და პოლიტიკოსებთან ერთად სურს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ზაზა სარალიძის თქმით, ის პრემიერმინისტრს მარტო არ შეხვდება და გიორგი კვირიკაშვილთან მოლაპარაკების მაგიდასთან სხვა შვილმოკლულ მშობლებთან ერთად დაჯდება. სარალიძეს ასევე სურს, შეხვედრას პოლიტიკოსებიც დაესწრონ, თუმცა პრემიერმინისტრი ამაზე უარს ამბობს. 

"რატომ არ ახსენებთ, რომ ჩემ გვერდით დგას იშ შვილმოკლული მშობლები, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს. რომლების შვილების მკვლელებსაც მფარველობენ ის მაღალჩინოსნები. გასაგებად ხომ ვთქვი გუშინ, არ უნდა ეს შემოთავაზება? წავალ მაშინ და დავისვენებ, ჩავალ აქციაზე ხალხთან, ვინც ჩემ გვერდით დგას და არა მხოლოდ ჩემ გვერდით. 

რა შუაშია აქ ზაზა სარალიძე, მარტო ზაზა სარალიძეა შვილმოკლული მამა? ყველასთან ერთად შევალ, ვინც არის ამწუთში აქ და ვისაც აქვს საშუალება, მოვიდეს", - თქვა სარალიძემ

მოგვიანებით მან ასევე განაცხადა: 

"კონსულტაციები გავმართე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოზიცია შევიცვალე. შეხვედრაზე უნდა შემოვიდეს ყველა".

პრემიერმინისტრი, თავის მხრივ, მზად არის, შეხვდეს ყველა შვილმოკლულ მშობელს, ვინც ამ წუთას მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს, ასევე სახალხო დამცველს პოლიტიკოსების გარეშე. 

ნინო ლომჯარია კი ამბობს, რომ შეხვედრებში მონაწილეობას ყველა ფორმატში მიიღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები