იორდანია

იორდანიის პრემიერმინისტრი, ჰანი ალ-მულკი თანამდებობიდან გადადგა

ჰანი ალ-მულკი
Reuters

გავრცელებული ცნობით, იორდანიის პრემიერმინისტრმა, ჰანი ალ-მულკიმ მეფე აბდულას გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

მულკის გადადგომა ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის პროტესტს მოჰყვა. დედაქალაქ ამანში და პროვინციების მთავარ ქალაქებში კვირას ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. დაშავდა უსაფრთხოების ძალების 42 თანამშრომელი. პოლიციამ 60 ადამიანი დააკავა.

უკმაყოფილება მიმდინარე წელს მთვრობის მიერ გადასახადების გაზრდას და პურზე სუბსიდიების გაუქმებას მოჰყვა.

ჰანი ალ-მულკი პრემიერმინისტრის პოსტზე 2016 წლის მაისში დაინიშნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იორდანიის მეფე აბდულამ ახალი მთავრობის შექმნაზე მუშაობის დაწყება მსოფლიო ბანკის ყოფილ ეკონომისტს, ომარ ალ-რაზაზს სთხოვა.

კომენტარები