ჩრდილოეთ კორეა

ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინი რუსეთში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიიწვია

კიმ ჩენ ინი
Getty Images

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინი რუსეთში მიიწვია.

პესკოვის თქმით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში, ვლადივოსტოკში სექტემბერში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზეა მიწვეული.

ვრცელდება ცნობა, რომ პუტინის წერილი კიმ ჩენ ინს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტისას გადასცა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში სამი მაღალი სამხედრო თანამდებობის მქონე გენერალი გადააყენეს.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა კვლავ 12 ივნისს, სინაპურშია დაგეგმილი.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ჩრდილოეთ კორეას სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ეწვევა, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო ცნობილი არ არის.

კომენტარები