თბილისის მეტრო

ქუმსიშვილი: მემანქანეებმა გაითვალისწინონ - მეტრო თბილისის ძირითადი ტრანსპორტია

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა რომმემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო თბილისის ძირითადი ტრანსპორტი.

"მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები და შესაბამისად შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს აქვს უნდა იყოს სწორედ გამოყენებული,"- საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამბობს პირველი ვიცეპრემიერი.

თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც გაჩერებულია. ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს მეორე დღეა უფასოდ ემსახურებიან.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოა და მისი საოპერაციო ზარალი ყოველწლიურად 16 მილიონ ლარს აღემატება, რასაც მერია საკუთარი ბიუჯეტიდან ფარავს. სწორედ კომპანიის წამგებიანობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მერია მემანქანეთა მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, მეტროს სამუშაო დღეებში დაახლოებით 400,000 მგზავრი გადაჰყავს, ხოლო ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა კი დაახლოებით 350,000-ია. 

კომენტარები