ბენედიქტ ქამბერბაჩი

ბენედიქტ ქამბერბაჩმა ველოსიპედისტი 4 თავდამსხმელისგან გადაარჩინა

Hollywood Reporter

სერიალ შერლოკის ვასრკვლავმა, ბენედიქტ ქამბერბაჩმა ველოსიპედისტი თავდამსხმელებისგან გადაარჩინა.

ჟურნალ Sun-ის ინფორმაციით, ბენედიქტ ქამბერბაჩი ლონდონში, ტაქსში იჯდა, თავის ცოლთან სოფი ტერნერთან ერთად, როდესაც დაინახა, რომ ველოსიპედისტს ოთხი ადამიანი, ბოთლებით ხელში,თავს დაესხა.

"ბენედიქტი ძალიან მამაცი და უშიშარი იყო. ის რომ არ გადასულიყო, ველოსიპედისტი სერიოზულად დაშავდებოდა. ბენედიქტი ტაქსიდან გადავიდა და თავდამსხმელებს დაუყვირა, რომ ველოსიპედისტი მარტო დაეტოვებინათ. მან ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა - ის ძალიან მამაცია." - თქვა ტაქსის მძღოლმა.

ჟურნალ Sun-ის ინფორმაციით, მსახიობმა ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა, რომ "მას ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა".

ველოსიპედისტმა ბენედიქტ ქამბერბაჩს "გმირული საქციელისთვის" მადლობა გადაუხადა.

კომენტარები