მკვლლეობა ხორავას ქუჩაზე

კაპანაძე: ჩვენი ამოცანაა დამნაშავეების გამოვლენა და დადგენა, რა მოხდა პროკურატურაში

რუსთავი 2

"ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში" - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.

,,შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან. დაწყებული მირზა სუბელიანით და შოთაძით, ასევე კონკრეტული პირებით, ადვოკატებით და იმ პროკურორებით, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში,’’ - განაცხადა
სერგი კაპანაძემ.

დღეს, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს, რომელსაც ევროპული საქართველოს წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები