გვატემალა

გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევას 75 ადამიანი ემსხვერპლა, 192 დაკარგულად ითვლება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ბავშვებიც. დაკარგულად ითვლება სულ მცირე 192 ადამიანი.

ვულკანი კვირას ამოიფრქვა და მიმდებარედ არსებული დასახლებული პუნქტები ლავამ და ვულკანურმა ფერფლმა დაფარა.

სამაშველო სამუშაოებს ვულკანის განმეორებით ამოფრქვევამ შეუშალა ხელი.

ვულკანი ფუეგო დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. კვამლის და ფერფლის გამო დაიხურა დედაქალაქის აეროპორტი.

პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები