ფილიპინები

ფილიპინების პრეზიდენტი: თუ პეტიციას ყველა ქალი მოაწერს ხელს, გადავდგები

როდრიგო დუტერტე
AFP

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ გადადგება, თუ მისი საქციელის გამო ყველა ფილიპინელი ქალი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და პეტიციას ხელს მოაწერენ.

დუტერტეს მისამართით კრიტიკა მის მიერ სამხრეთ კორეაში მომუშავე ფილიპინელი დაქორწინებული ქალისათვის პირდაპირ ეთერში კოცნას მოჰყვა. დუტერტე ფილიპინელ მიგრანტებს ხვდებოდა და თქვა, რომ ეს ნაბიჯი მათ გასართობად გადადგა და თავად ქალიც აღტაცებული იყო.

"როდესაც მერობისათვის კენჭს ვიყრიდი, კამპანიისას ყველა ქალს ვკოცნიდი. თქვენი პრობლემა ისაა, რომ არ მიცნობთ." განუცხადა 73 წლის დუტერტემ ჟურნალისტებს.

ფილიპინების პეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ სექსისტური გამონათქვამების და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო.

კომენტარები