დონალდ ტრამპი

კიმ კარდაშიანის შუამდგომლობით, ტრამპმა 63 წლის ალის ჯონსონი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 63 წლის ალის ჯონსონი შეიწყალა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ნარკოდანაშაულისთვის.ის 1996 წელს დააპატიმრეს 15 სხვა პირთან ერთად კოკაინის გასაღებისთვის და ფულის გათეთრებისთვის.

ჯონსონის საქმე კიმ კარდაშიანმა პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა. კარდაშიანმა ტრამპთან შეხვედრისას პენიტენციური სისტემის რეფორმის საკითხებზე ისაუბრა. 

თეთრი სახლის განცხადებით, ჯონსონი სანიმუშო პატიმარია და ბევრს მუშაობდა რეაბილიტაციისთვის. 

 

კომენტარები