გაზმომარაგების შეწყვეტა

გორის რამდენიმე ქუჩას და ვერხვების დასახლებას 8 ივნისს გაზმომარაგება შეუწყდება

Reuters

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 8 ივნისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ქალაქ გორის და ვერხვების დასახლების რამდენიმე ქუჩას შეუწყდება.

კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ და ამბობენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 8 ივნისის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

ქალაქ გორში გაზმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

  • ანწუხელიძის,
  • ბესიკის,
  • გორგასლის,
  • გრიბოედოვის,
  • ლენინგრადის,
  • ლომონოსოვის,
  • მოსკოვის,
  • მშვიდობის,
  • პროფ. სასწავლებლის,
  • სოხუმის,
  • ფალიაშვილის,
  • ფეიქართა,
  • ხახუტაშვილის,
  • ჭონქაძის,
  • შარტავას,
  • ყაზბეგის,
  • სუხიშვილის,
  • სტურუას,
  • რუსთავის,
  • პუშკინის,
  • ნინოშვილის,
  • მეჯვრისხევის,
  • მელიქიშვილის,
  • თბილისის. 

ვერხვების დასახლებაში გაზმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

  • წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს,
  • წვერიახოს,
  • ფრონეს,
  • ლიახვის,
  • ერთობის,
  • გენერალ მაზმიაშვილის,
  • ბერლინის ხეივნის,
  • ბერი ფალავანდიშვილის,
  • ეკ. ჯუღაშვილის,
  • დუშეთის,
  • დარიალის,
  • ბერბუკის,
  • ​არაგვის.

"სოკარ ჯორჯია გაზი" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აბონენტებს მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.  

კომენტარები