სომხეთი

სომხეთში პატრიარქის, გარეგინ მეორის გადადგომას ითხოვენ

hetq.am

ერევანში ასობით ადამიანი ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის, გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. 

საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა. ის ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული სახელწოდებით "ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი".დემონსტრანტებს შორის სასულიერო პირებიც იყვნენ.მათ გარეგინ მეორეს მოუწოდეს, საპატრიარქო ტახტზე უარი თავად თქვას. 

დემონსტრანტების თქმით, სომხეთის ეკლესია რეფორმას საჭიროებს, თუმცა ბევრ სასულიერო პირი ამის თქმას ვერ ბედავს, ვინაიდან ეშინიათ, რომ მათ განკვეთენ

მღვდლის, არმენ მელკონიანის თქმით, სომხეთის ეკლესიას სჭირდება პატრიარქი, რომელიც ხალხში ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც ახალი პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანია

სომხური მედიის ინფორმაციით, პატრიარქმა აქციის მონაწილეებს შეხვედრა ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსში შესთავაზა. გარეგინ მეორე სომხური ეკლესიის სათავეში 1999 წლიდან დგას.

კომენტარები