გიორგი კაკავას საქმე

დაობლების შემდეგ გლაზგოში მცხოვრებ 10 წლის ბიჭს საქართველოში დეპორტაცია ემუქრება

0 კომენტარი
ფოტო: BBC/CHURCH OF SCOTLAND

დაობლების შემდეგ გლაზგოში მცხოვრები 10 წლის ბიჭი საქართველოში დეპორტაციის საფრთხის წინაშეა. გიორგი კაკავა დედამისთან, სოფისთან ერთად შოტლანდიაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ქართველმა კრიმინალებმა მამა მოუკლეს.

სოფი 2018 წლის თებერვალში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ახლა, გიორგის ბებია, სპრინგბურგში მცხოვრები ქეთი ბაიხაძე შვილიშვილისთვის თავშესაფრის მინიჭებისთვის იბრძვის. 

ქეთი და მისი შვილიშვილი თავშესაფრისგან განაცხადებზე პასუხს ელოდებიან. 

"ყველაფერს გავიღებ გიორგისთვის, რადგან მე ყველაფერი მივიღე მისგან", - ამბობს ქეთი BBC-სთან.

გიორგი მხოლოდ ინგლისურად საუბრობს და შოტნალდიას სამშობლოდ მიიჩნევს.

"შტლანდიაში ცხოვრება შოტლანდიაში ბევრად უკეთესია, ვიდრე საქართველოში. მე უბრალოდ არ მინდა უკან დაბრუნება. აქ ვრჩები. ჩემთვის, შოტლანდიაში ყოფნა უფრო სასიამოვნოა" ამბობს ის.

ქეთი შოტლანდიაში ქალიშვილის ჩამოსვლამდე 14 წლით ადრე ჩავიდა. ის აღნიშნავს:

"შვილი შოტლანდიაში ჩამოვიყვანე რადგან მან ქმარი დაკარგა, ხოლო საქართველოში ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. ის ძალიან კარგი და თბილი გოგო იყო, ეს ყველამ იცის. შემდეგ უეცრად გარდაიცვალა.

ერთხელ მან მითხრა, დედა, გიორგი არ მიატოვოო. "მე გიორგისთან დავრჩები, ყველაფერს მივცემ, რადგან მანაც ყველაფერი მომცა.შოტლანდიაში ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი", - ვუპასუხე მას.

პატრიკ ჰარვიმ, შოტლანდიის მწვანეთა პარტიის თანადამფუძნებელმა, საკითხი პარლამენტში წამოჭრა. 

გავრცედა პეტიციაც მოთხოვნით, მიეცათ გიორგისთვის შოტლანდიაში დარჩენის უფლება. პეტიციას ხელი 4 დღის განმავლობაში დაახლოებით 60 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

გიორგისა და ბებიამისს მხარი სასულიერო პირმა, რევ ბრაიან ქეისიმაც დაუჭირა.

გიორგი, მისი ბებია ქეთი და რევ ბრაიან ქეისი ფოტო: BBC

ქეისი ამბობს: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. ჩვენ გადავწყვიტეთ გიორგის და ბებიამისს ვაჩვენოთ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილნი არიან. შოტლანდიამ მათ თბილი დახვედრა მოუწყო და ჩვენთვის წარმოუდგენელია მათი საქართველოში დაბრუნება. ვფიქრობ გიორგის აქ უკეთესი მომავალი ექნება. მისი წარსულიც შოტლანდიასთანაა დაკავშირებული, აქ ჩვენ მას დავიცავთ".

ოჯახის ადვოკატი ოთხშაბათს შოტლანდიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და გიორგის შოტლანდიაში დარჩენისთვის იბრძოლებს.

მთავრობის სპიკერის თქმით, "დიდ ბრიტანეთს საამაყო ისტორია აქვს თავშესაფრების მინიჭების თაობაზე, მათ ვეხმარებით ვისაც ჩვენი დაცვა სჭირდება". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები