ბოტები კანცელარიასთან

საქართველოს პრემიერი, ონლაინ ბოტები და ჩასაცმელი ბოტები BBC-ზე

BBC საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გამართული ბოტების აქციაზე წერს. აქცია პრემიერ კვირიკაშვილის Facebook გვერდზე დიდი რაოდენობით ბოტების გამოჩენას მოჰყვა.

BBC აღწერს, რომ ქართულ ენაზე ფეხსაცმელი ბოტი (boot) და ონლაინ ბოტი (bot) ერთნაირად იწერება.

„ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის მინისტრის შესახებ პრემიერმინისტ კვირიკაშვილის Facebook პოსტმა ათასობით ლაიქი მიიღო. მომწონებელთა შორის ბევრი არაქართველი იყო, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ მხარდაჭერას ონლაინ ბოტები ზრდიდნენ. პასუხად, მოქალაქეებმა პრემიერის კანცელარიასთან (ფეხსაცმელი) ბოტები დატოვეს ონლაინ ბოტებად მიჩნეულების Facebook ანგარიშებთან ერთად“ - წერს BBC.


ფოტო: მიშა მშვილდაძე

პროსტესტის მსგავსი ფორმას საქართველოს მოქალაქეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც პრემიერის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ, რომელსაც ადამიანები Haha რეაქციებით დასცინოდნენ, დიდი რაოდენობით ბოტი გამოჩნდა, რომელიც პრემიერმინისტრის განცხადებას იწონებდა.

 

კომენტარები