საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია ხულოში

ხულოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, ისინი ხულო-ადიგენი-გოდერძის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო უკმაყოფილოები არიან.  აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ხულო-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი. სოფელ ბოძაურის მოსახლეობა ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ დაპირებული კომპენსაციებით უკმაყოფილოა.

"თუ ხელისუფლების რეაგირება არ იქნება, ჩვენ აჭარის მთავრობის სახლთან გადავინაცვლებთ და იქ გავმართავთ აქციას",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში მიზერულ თანხას სთავაზობენ. ასევე, აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.

“აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს. თუ შესაბამისი უწყებები მოსახლეობის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, აქციები ბათუმში გადაინაცვლებს”, – განაცხადა უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურიძემ.

 

კომენტარები