თვითმკვლელობა

შეფმზარეულმა, ავტორმა და CNN-ის წამყვანმა, ენტონი ბურდენმა თავი მოიკლა

wp.com

შეფმზარეულმა, ავტორმა და CNN-ის წამყვანმა, ენტონი ბურდენმა CNN-ის ინფორმაციით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

''უდიდესი მწუხარებით ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, ენტონი ბურდენის გარდაცვალება'', - წერია CNN-ის განცხადებაში.

თვითმკვლელობის დროს ბურდენი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში სატელევიზიო შოუს გადაღებაზე იმყოფებოდა. ბურდენის ცხედარი მისმა მეგობარმა ერიკ რიპემ სასტუმროს ოთახში იპოვა. 

ენტონი ბურდენი ცნობილი 2000 წელს ბესტსელერ ''კონფიდენციალური სამზარეულოს'' გამოქვეყნებით გახდა. წიგნში ის ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრობდა. 

2013 წელს ბურდენი CNN-ის გადაცემა "Parts Unknown"-ის წამყვანი გახდა. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და მაყურებელს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ხალხს აცნობდა. 

2015 წლის ნოემბერში ენტონი ბურდენი საქართველოშიც იმყოფებოდა, მან გადაცემა საქართველოს კულტურის პოლიტიკისა და კულინარიის შესახებ მოამზადა, მისი პრემიერა 2016 წლის 22 მაისს შედგა. 

კომენტარები