სირია

SOHR: რუსულ საჰაერო თავდასხმას სირიის იდლიბის პროვინციაში 44 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) ცნობით, რუსეთის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მდებარე სოფელ ზარდანაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 44 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის 11 ქალი და 6 ბავშვი.

დაჭრილია 60-მდე ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

იდლიბის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ამ დრომდე ასადის რეჟიმთან მებრძოლი ამბოხებულები აკონტროლებენ.

რუსეთმა საჰაერო თადასხმაში მონაწილეობა უარყო.

კომენტარები