სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მოწმეზე ზემოქმედებისთვის ერთი პირი დააკავეს

Mediamall.GE

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ ის 45 წლის მერაბ მორჩაძეა.

"მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს", - აცხადებს შსს.

უწყებაში არ ამბობენ ვინ არის მერაბ მორჩაძე, რა კავშირის აქვს მას საქმის მოწმეებთან და ეკავა თუ არა რომელიმე თანამდებობა მკვლელობის დროს.

კომენტარები