ავარია გომბორზე

გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი

გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გარდაცვლილებს შორის ერთი არასრულწლოვანია, სამი კი ქალი. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. მიკროავტობუსი, რომელსაც კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. 

უწყების ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები