აქცია პარლამენტის ძველ შენობასთან

შსს: აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისიტრო დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცავები აქციია დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 10 ივნისს, 16:00 საათზე დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ. გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის, როგორც დემოკრატიული პროცესის მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს და მძღოლებს  აცნობებს, რომ აქციასთან დაკავშირებით 16:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება, მძღოლებს რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ მოძრაობა. ამ დროისთვის დედაქალაქთან დამაკავშირებელ საქალაქათაშორისო გზატკეცილებზე ავტომობილთა გადაადგილება არის შეუფერხებელი და მოძრაობა თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქსა და რეგიონებში გზებზე მოძრაობის არსებული მდგომარეობის ნებისმიერ ცვლილებასთან ან შეფერხებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას." - წერია შსს-ს განცხადებაში.

დღეს 4 საათზე პარლამენტთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქციაა დაგეგმილი, რომელსაც ოპოზიციური პარტიები მართავენ. ორგანიზატორებს შორისაა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისათვის, ახალი საქართველო და ლეიბორისტული პარტია. 

კომენტარები