ნუ მომკლავ

აქცია "ნუ მომკლავ" პირდაპირ ეთერში

ტაბულა

პარლამენტის ძველ შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იწყება. აქციას სახელწოდებით "ნუ მომკლავ" ოპოზიციური პარტიები მართავენ. ორგანიზატორებს შორის არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისათვის, ახალი საქართველო და ლეიბორისტული პარტია. 

აქციის მონაწილეების ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირების დასჯას ითხოვენ. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელებს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მფარველობენ.

კომენტარები