ჰომოფობია

პოლიციამ 17 მაისს მომხდარ თავდასხმაზე ნიქო გორგილაძე დაზარალებულად ცნო

ტაბულა

ნიქო გორგილაძე, რომელსაც 17 მაისის აქცია - "არა ჰომოფობიას" თავდასხმის მსხვერპლი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაზარალებულად ცნო. 

"2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს,"- წერია პოლიციის განცხადებაში.

გორგილაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაწყებულ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

კომენტარები