ზვიად დევდარიანი

დევდარიანი: ყველა, ვისაც ვუჩივი, მოქმედებდა წითელი ინტელიგენციის ტრადიციებით

0 კომენტარი

ზვიად დევდარიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის 11 პირის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. 11 პირის გარდა დევდარიანი ტაბულასაც უჩივის. საჩივარი დევდარიანმა ადვოკატთან ერთად საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. დევდარიანმა საჩივარი შეიტანა როგორც ტაბულას, ასევე მისი დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის წინააღდეგ. მოპასუხე მხარეებს შორის ასევე არიან: ბაია პატარაია, იდა ბახტურიძე, ნინო დანელია, თამარა კაკაბაძე, ეკა ონიანი და თამარ ყურაშვილი. დანარჩენ 4 პირს ადვოკატი არ ასახელებს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

როგორც დევდარიანი ამბობს საჩივარი შეიტანა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც სიტყვის თავისუფლების პირობებში რეალურად ზიანი მიაყენეს მას და მის უფლებებს. მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელზეც სარჩელი შეიტანა მოქმედებდა, "წითელი ინტელიგენციის ტრადიციებით, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოქონდათ განაჩენი ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებით".

"მე არ ვაპირებ მივიღო ის მოცემულობა, რომელიც დადგა, რომ facebook ჯგუფები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა არის შევწიროება, ვინ არის მოძალადე და ვინ არის პსხვერპლი? ეს ყველაფერი უნდა დგინდებოდეს კანონის შესაბამისად და კონკრეტული სახელმწიფო უწყებები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ტიპის დადგენილება და გადაწყვეტილება მიიღონ. ძალიან სამწუხაროა ის რომ მთლიანად ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულები, რომლებმაც ადამიანის უფლებების სახელით, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე შეტევა სწორედ, ადამიანის უფლებებზე მიიტანეს, მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ჩემს რეპუტაციას, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს. მე აქ ვარ სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის სასამართლომაც დაადგინოს სტანდარტი და არა მხოლოდ ზვიად დევდარიანისთვის არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ქალებისთვის და კაცებისთვისაც გასაგები იყოს თუ რა სტანდარტი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსზეც ჩვენ დღეს შეგვაქვს სარჩელი მოქმედებდა, წითელი ინტელიგენციის ტრადიციებით, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოქონდათ განაჩენი ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებით. ათეულობით წლებია უკვე ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლებების პასუხისმგებლობას ვხედავთ, სამწუხაროდ არავინ საუბრობს ან ძალიან ცოტა საუბრობს საზოგადოების და ამ საზოგადოების ინდივიდუალური წევრების პასუხისმგებლობაზე და სარჩელი სწორედ ამაზეა, სიტყვის თავისუფლების პირობებში მათ რეალურად ზიანი მომაყენეს მე და ზიანი მიაყენეს ჩემს უფლებებს." - ამბობს დევდარიანი.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები