აქცია რუსთაველზე

შსს: ტექნიკური შეცდომა იყო, ხაბეიშვილი არ დაგვიკავებია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი არ დაუკავებიათ.

"კერძოდ, მოხდა ტექნიკური შეცდომა პირთა ვინაობის დასახელების დროს, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ"- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით სულ 19 პირი დააკავეს და მათგან ორი ძებნილია - ერთი საქართველოში, მეორე კი ინტერპოლის მიერ.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-ის დეპუტატი ნიკა მელია სამართალდამცავებმა მანქანაში იძულებით ჩასვეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტციის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

კომენტარები