112

112-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია

0 კომენტარი
112 ფოტო: medianews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.

უწყება მოქალაქეებს შექმნილი ვითარებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ "112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

"მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ "112"-ის "ფეისბუქის" გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით", - აცხადებენ შსს-ში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა მოუტანა (video)

კომენტარები