სამთავრობო ცვლილებები

სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები - "ქართული ოცნებაში" სხდომა გაიმართება

41.ge

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად ვინ დატოვებს თანამდებობას, თუმცა სხვადასხვა მედია ქუმსიშვილის გადაყენების შესახებ წერს.

უცნობია, დატოვებს თუ არა პოსტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის გადადგომასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ასევე პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა სწორედ სამთავრობო ცვლილებები იქნება.

კომენტარები