112

შსს: 112-ში არსებული ხარვეზი გასწორებულია, ზარებს შეუფერხებლად ვიღებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში არსებული პროგრამული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და ზარების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას შექმნილი ვითარების გამო კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს. 

112-ში ზარების მიღება დაახლოებით 1 საათით იყო შეწყვეტილი, შსს-მ მოსახლეობას ფეისბუქზე მიწერა სთხოვა. 

კომენტარები