გამოხატავის თავისუფლება

სტუდია მონიტორი: მოქალაქე ივანიშვილის და აბაზოვის გინებისთვის ძალადობის მსხვერპლი გახდა

სტუდია მონიტორი

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, მარნეულის მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

"მხოლოდ 5-იანი, უნდა დავაბრუნოთ 5-იანი. თემურის ცოლიც მოვ...ნ და ბიძინას ცოლიც", - ამბობდა აქციაზე მარნეულის მცხოვრები. ვიდეო ფეისბუქზე გავრცელდა. 

რამდენიმე დღეში კი იმავე მოქალაქემ, რომელმაც შეიგინა, გაავრცელა ვიდეო, სადაც ის  ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. 

ამ ვიდეოში ის ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობე: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დოდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე", - ამბობს მოქალაქე. 

სტუდია მონიტორს წყარომ კიდევ ერთი ვიდეო მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ იგივე მოქალაქე, სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144/3 მუხლით დაიწყო, რაც დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს. 

კომენტარები