ძალადობა მარნეულში

პროკურატურა: მარნეულში მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაიწყო

მთავარი პროკურატურის ცნობით, მარნეულში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144''' მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით - ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. 

"2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144' მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას", - აცხადებს უწყება. 

საქმე სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, მარნეულის მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

მონიტორის ცნობით, მას ბოდიში მოახდევინეს, ერთ-ერთ ვიდეოში კი ის სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. 

დეტალურად წაიკითხეთ აქ >>>

კომენტარები