მარნეულის მერის საქმე

გოცირიძე: ოცნება ცდილობს ისტორიები შეთხზას, რომ თურმე ენმ ვიღაცაზე ძალადობს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს ისტორიები შეთხზას და საზოგადოებას აჩვენოს, რომ თურმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცაზე ძალადობს. გოცირიძის თქმით, სულეიმანოვი მხოლოდ "ერთ პროცედურაში მონაწილეობდა" და იმის გარკვევა სურდა თუ რატომ აკეთბდა ელჩინ ალახვერდიევი აქციაზე განცხადებებს ენმ-ის სახელით როცა წლების განმავლობაში ოცნების მზარდამჭერი იყო და მისი აქციაზე მისვლა ხომ არ იყო ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია.

‘’ახლა ვესაუბრე აზერ სულეიმანოვს და მითხრა, რომ არ იცის რა ხდება, რომ დეპუტატის
წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევა იყო შემდეგი - ეს
ახალგაზრდა, რომელსაც მართლაც საშინლად მოექცნენ, თურმე „ოცნების“ წევრი და თქვენი
აქტივისტი ყოფილა, რომელიც აქციაზე გამოვიდა. ამის შემდეგ ეს ახალგაზრდა დაიბარა
მათმა შეიხის, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და აზერ სულეიმანოვი ამ
გარემოცვაში მონაწილეობდა ამ ახალგაზრდასთან საუბარში. ეს ბიჭი 6 წლის განმავლობაში
ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
წინააღმდეგ მებრძოლი იყო. საუბრისას მასთან დასმული ერთადერთი კითხვა იყო შემდეგი -
რატომ მონაწილეობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით და რატომ აკეთებდა
განცხადებებს თქვენ კი მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ აზერ სულეიმანოვი არის ბრალდებული. დიახ, უნდა გამოიძიოთ ყველაფერი - რა მოხდა, რა შუაშია აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების და იმის გარკვევა, იყო თუ არა ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია. ენმ-ის წევრები ყველაფერს გაარკვევენ და არავის მისცემენ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის უფლებას. ქართული ოცნება ცდილობს ისტორიები შეთხზას და საზოგადოებას აჩვენოს, რომ თურმე ენმ ვიღაცაზე ძალადობს, როდესაც მთელი 6 წელი ძალადობას უსამართლობას და სიღატაკეს განიცდის ჩვენი მოსახლეობა." - ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ რომ პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტში მარნეულის მერ თემურ აბაზოვთან ერტად მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

როგორც წიკლაურმა დღევანდე ბრიფინგზე განმარტა "სულეიმანოვს ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება ბრალად და პროკურატურამ არ გამოიყენა დაკავების ღონისძება და ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, მისი როგორც პარლამენტის წევრის, იმუნიტეტის მოხსნის საკითხი.

გუშინ, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს".

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს:

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე", - ამბობს მოქალაქე.

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები