გამოხატვის თავისუფლება

აზერ სულეიმანოვი დაკითხვაზე მივიდა

0 კომენტარი
აზერ სულეიმანოვი

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აზერ სულეიმანოვი რუსთავის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევს არ იცნობს:

"უსინდისობა, უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და ოცნების წევრს და ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენ. ამის ლოგიკა რაღაც ხომ უნდა იყოს, აზრზე არა ვარ რა მოხდა, როგორ მოხდა და რა კითხვები იქნება პროკურატურაში. დაკითხვის შემდეგ მოგცემთ ინტერვიუს. დაზარალებულს არ ვიცნობთ, როგორც მარნეულის მოქალაქე რა თქმა უნდა, მე ერთი რამე ვიცი, ეს იყო რამდენი წელი ოცნების წევრი და ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა ყველა არჩევნებზე. ვითომ ჩემგან ცემა იყო და რაღაც - ეს არის უსინდისობა, უნამუსობა. ეს ბიჭი იყო ჩემთან ოფისში, მე მას ვკითხე რატომ ლაპარაკობდა ჩვენი პარტიის სახელით, როცა პარტიის წევრი არ იყო, ეს არის უნამუსობა და ამის მერე ეს ბიჭი წავიდა. ჩვენთან ბევრი ხალხი იყო ოფისში, იყო დეპუტატები ქართული ოცნებიდან, მარნეულის მკვიდრები. როცა ის წავიდა, რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა მე არ ვიცი... რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ შეიურაცხყოფის მიყენებას, ჩემთან ეს არ მომხდარა, ჩემს მერე რა მოხდა, როგორ მოხდა ამის პასუხი მე არ ვიცი" - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

პროკურატურის ინფორმაციით, აზერ სულეიმანოვი მარნეულში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. მთავარმა პროკურატურამ სულეიმანობის მიმართ ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა "სულეიმანოვს ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება ბრალად და პროკურატურამ არ გამოიყენა დაკავების ღონისძება და ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, მისი როგორც პარლამენტის წევრის, იმუნიტეტის მოხსნის საკითხი.

პროკურატურა აღკვეთის სახით სულეიმანოვისათვის გირაოს ითხოვს.

საქმე სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, მარნეულის მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

მონიტორის ცნობით, მას ბოდიში მოახდევინეს, ერთერთ ვიდეოში კი ის მუქარის ქვეშ, სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს.

მომხდარზე არადამიამური მოპყრობისათვის ბრალი აქვს წაყენებული მარნეულის ემრს თემურ აბაზოვს, რომელსაც 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმეზე ასევე ბრალი აქვს წაყენებული მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის ნათესავს, მოქალაქე  ე.გ-ს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტოჩინოშინის პირველი მარცხი ზაფხულის ბაშოზე

კომენტარები