მსოფლიო 2018

რუსი დეპუტატი ქალებს: ჩემპიონატის დროს სხვა ეროვნების კაცებთან სექსით არ დაკავდეთ

რუსი დეპუტატი, რომელიც ოჯახთან დაკავშირებული საკითხებს ზედამხედველობს, რუს ქალებს ურჩევს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, არ ქონდეთ სექსი სხვა ეროვნების კაცებთან. ხოლო თუ ამის საჭიროებას მაინც იგრძნობენ, უმჯობესია პარტნიორად თავიანთი ეროვნების კაცი აირჩიონ. 

ეს რჩევა თამარა პლეტნიოვამ მსმენელს მოსკოვის რადიოში, 13 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მისცა.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ერთთვიანი მოვლენაა, რომელსაც ასობით ათასი უცხოელი გულშემატკივარი ელოდება. 

დეპუტატი ამბობს, რომ რუსი ქალების დაორსულების შემთხვევაში, უკეთესი იქნება, თუ ბავშვის მამები დედის რასის წარმომადგენლები იქნებიან, ასევე, რადიო "გოვორიტ მოსკვასთან" მან თქვა, რომ ცდილობს, თავიდან აირიდოს მარტოხელა დედების რიცხვის ზრდა, იმ შემთხვევაში კი, თუ რუსი ქალები თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან დაქორწინდებიან, მათ მოუწევთ საზღვარგარეთ თავიანთ მეუღლეებთან ცხოვრება და შესაძლოა სახლში დაბრუნებაც ვეღარ მოახერხონ, რაც დემოგრაფიულ პრობლემებს გამოიწვევს. 

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 რუსეთში ტარდება. ის 14 ივნისს გაიხსნება და 15 ივლისს დაიხურება.

კომენტარები