სამთავრობო ცვლილებები

გადადგომის "ტაიმერმა", რომელსაც "წლები" არ უნდა დაერეკა, 108,000 წუთში დარეკა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

"ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს" - 2018 წლის 30 მარტს მის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. დღეს კი "ტაიმერმა", რომელსაც "წლები" არ უნდა დაერეკა ამ განცხადებიდან 2 თვესა და 14 დღეში, ანუ 108,000 წუთში დარეკა.

"მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერიმინისტრი. მე ვეცადე ქვეყანა უკეთესობისკენ შემეცვალა. მადლობა პარტიის თავმჯდომარეს", - ამბობს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების მესამე პრემიერმინისტრი იყო. ის მთავრობის მეთაური 2015 წლის დეკემბერში გახდა. ამ მაჩვენებლით კვირიკაშვილი ქართული ოცნების ყველაზე ხანგრძლივი პრემიერმინისტრი იყო. 

"ორიოდე სიტყვა ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები ჩემ გადაყენებაზე - მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს", - აცხადებდა მარტში კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის სექტემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. 2015 წლის სექტემბერში ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ხოლო 2015 დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ის პრემიერმინისტრად აირჩია. 

კვირიკაშვილის ბრიფინგი გადადგომის შესახებ:

 

კომენტარები