კრიმინალი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

flickr

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებაა. 

პოლიციას ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მასაც დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები