თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 15 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები