ბლოგი

300+ უმაღლესი "ემგეუზე" ძლიერი მეცნიერებით, ქვეყნების მიხედვით

სანდრო თარხან-მოურავი
0 კომენტარი

უმაღლესების ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი რეიტინგით - Times-იდან QS-მდე - რუსეთისა და მთლიანად დ.ს.თ.-ს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იგივე "ემგეუ"-ა. "ემგეუ" ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო ამ უკიდურესად ცენტრალიზებული სივრცის "საჩვენებელი პროექტი", რომელიც მთელი ქვეყნის ნარჩევი ინტელექტუალური რესურსით იკვებებოდა. "ემგეუ" დღესაც "ორი თავით" უსწრებს რუსეთისა და სატელიტი ქვეყნების სხვა უმაღლესებს (შედარებით მცირე "დასავლურ" ქვეყნებშიც კი, როგორც წესი, რამდენიმე თანაზომადი უმაღლესია).

ამ "თავკომბალა" სტრუქტურის გამო, "ემგეუს" დონე ისევე ვერ აღწერს დსთ-ს უმაღლესი განათლების მდგომარეობას, როგორც მილიარდერის ქონება ვერ აღწერს საშუალო მოქალაქის შემოსავალს. თუმცა, დიდი ხანია ვეჩვევით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ერთადერთი ფლაგმანიც არ განიხილება მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესების გვერდზე.

რამდენად შორსაა დღეს დსთ-ს საუკეთესო უნივერსიტეტი მსოფლიო ლიდერებისგან და რა პარამეტრებით? Times Higher Education-ის (THE) რეიტინგით, რომელიც აფასებს უნივერსიტეტებს მათი რეპუტაციით, კვლევებითა და შემოსავლებით, "ემგეუ" დღეს მსოფლიოში 194-ეა. საინტერესოა, რომ სუბიექტური რეპუტაციის მხრივ (მსოფლიოში 33-ე) მისი საქმე გაცილებით უკეთაა, ვიდრე სხვადასხვა კვლევითი პარამეტრით (მაგალითად, პუბლიკაციების საშუალო ციტირებადობით, ის მხოლოდ 933-ეა, THE-ს მიერ აღრიცხულ 1103 უმაღლესს შორის).

სხვადასხვა სამეცნიერო პარამეტრს შორის, საშუალოსთან ახლო სურათს იძლევა მაღალციტირებადი სტატიების რაოდენობა - ამ პარამეტრით "ემგეუ" მსოფლიოში 306-ეა. რომელ ქვეყნებშია ის 305 უნივერსიტეტი, რომელიც უსწრებს მოსკოვის ცოდნის ტაძარს და რამდენი - ნახეთ ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე. (აღსანიშნავია, რომ რუსეთის სხვა უმაღლესებიც უფრო სუსტები არიან კვლევაში, ვიდრე სხვა პარამეტრებში - THE-ს ჯამური რეიტინგის ტოპ 500-ში 8 რუსული უმაღლესია, მაშინ როცა მაღალციტირებადი სტატიებით ტოპ 500-ში მხოლოდ “ემგეუ“ ხვდება).

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები