არგენტინა

არგენტინის კონგრესის ქვედა პალატამ აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

AFP

არგენტინის კონგრესის ქვედა პალატამ კანონს, რომელიც ორსულობის პირველ 14 კვირაში აბორტს ლეგალურს ხდის, 129 ხმით 125-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კონგრესში საკითხზე მიმდინარე 20-საათიანი დებატების მანძილზე ბუენოს აირესის ქუჩებში ათობით ათასი ქალი შეიკრიბა.

კანონი ახლა კონგრესის ზედა პალატაში უნდა განიხილონ.

მემარცხენე-ცენტრისტმა პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ განაცხადა, რომ პირადად ის აბორტის წინააღმდეგია, თუმცა თქვა, რომ სენატის მხარდაჭერის შემთხევაში კანონს ხელს მოაწერს.

კანონს ეწინააღმდეგება რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც არგენტინაშია დაბადებული და პოლიტიკოსების ნაწილი როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში.

დამტკიცების შემთხვევაში არგენტინა კუბასა და ურუგვაის შემდეგ მესამე ლათინო-ამერიკული ქვეყანა გახდება, რომელიც აბორტს დაუშვებს. ამ დრომდე არგენტინა ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აბორტთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული. ხშირ შემთხვევაში გასამართლების შიშით ექიმები ქალებს აბორტის გაკეთების უფლებას არ აძლევდნენ გაუპატიურების შემთხვევაში და მაშინაც, როდესაც ორსულობა დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

კომენტარები