პანკისი

სამართალდამცველების მობილიზება პანკისში - შსს-ის თქმით, მათ ხეობა უკვე დატოვეს

0 კომენტარი
პანკისის ხეობა ფოტო: რადიო თავისუფლება

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ინფორმაცია დუისსა და ბირკიანში სამართალდამცველების შესახებ შსს-მაც დაადასტურა. უწყების ცნობით, აქ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა, ამ დროისთვის გდდ-ის თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან.

პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რა მოხდა დუისში, თუმცა განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი იყო. უწყებისვე განცხადებით, სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები