პოლ მანაფორტი

ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი დააპატიმრეს

Getty Images

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. გამოძიება მანაფორტს ფულის გათეთრების, საიდუმლო უცხოური ლობირების, უკრაინის ყოფილი პრო-რუსული მთავრობის დაურეგისტრირებელ აგენტობას და უცხოურ ბანკებში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის ედავება. 

ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა გირაოსთან დაკავშირებული პირობები პოლ მანაფორტისთვის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გარკვეულ დროს, სისხლის სამართლის საქმის განხილვის მოლოდინში, საპატიმროში გაატარებს.

მოსამართლე ემი ბერმანმა შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურორების ბრალდების შედეგად მიიღო, რომლის თანახმად, მანაფორტი ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

მანაფორტს და მის ბიზნეს პარტნიორს რიჩარდ გეითსს ბრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს წარუდგინეს. 

მანაფორტისათვის წაყენებული ბრალდებები ძირითადად მის ტრამპის კამპანიამდე მოღვაწეობას შეეხება.

პოლ მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული. მანაფორტი ლობისტური კარიერის განმავლობაში იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები. როგორც ირკვევა, მანაფორტის კომპანიის ლობიზმით საქართველოდან გაქცეული იგორ გიორგაძეც სარგებლობდა.

კომენტარები