ცენზურა

ქართული იდეა "ამორალური სტრიტ-არტისთვის" თბილისის მერიას უჩივის

სტრიტ არტი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელში
ქართული იდეა

პოლიტიკური პარტია "ქართული იდეა" თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში თბილისის მერიას უჩივის. მერია სტრიტ-არტთან დაკავშირებული საჩივრის ადრესატი არის იმიტომ, რომ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა თბილისის მერიის მხარდაჭერით, "ქუჩის ხელოვნების ფესტივალის" ფარგლებში მოხდა. ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაცია იყო.

"ქართული იდეის" საჩივარი

სტრიტ არტი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელში
ფოტო: ქართული იდეა

ორგანიზაციამ საჩივარი მერიას დღეს გაუგზავნა. "ეს ნახატები, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, შეიცავენ ადმინისტრაციული კანონდარღვევის აშკარა ნიშნებს, წარმოადგენენ არასათანადო, უხამს და ამორალურ გამოსახულება-რეკლამას და ასევე არღვევენ საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს,"- წერია ქართული იდეის განცხადებაში.

ნეოფაშისტები VS პრეზერვატივები

2018 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ ორ თითზე წამოცმა საზოგადოების ღირსებასა და მორალს ლახავს. მოსამართლემ ამით ნეოფაშისტური დაჯგუფებისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჩივარი გაითვალისწინა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, კომპანია "აიისა" 500 ლარით დაჯარიმდა და მას რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გაყიდვა აეკრძალა, მათ შორისაა: "ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა", "ძლევაი საკვირველი" და სამეფო გვირგვინის გამოსახულება, წარწერა "სამეფო კარი თამარში" და თამარ მეფის გამოსახულება, გამოსახულება "მაკურთხებელი ხელი".

სასამართლოს გადაწყვეტილება “აიისამ” სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც საქმე ლევან მურუსიძემ უნდა განიხილოს.

კომენტარები