ავტოსაგზაო შემთხვევა

მოსკოვში ტაქსი რვა ქვეითს დაეჯახა, მათ შორის ორი მექსიკელი ტურისტია

twitter.com

მოსკოვის ცენტრში ტაქსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. რუსული მედიის ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ გზიდან გავაიდა და ტროტუარზე მყოფ ხალხს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის მექსიკის ეროვნული ნაკრების ორი გულშემატკივარი.  დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.


ტაქსის მძღოლი, ყირგიზეთის მოქალაქეა, ის პოლიციამ დააკავა. 

ამ ეტაპზე პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

 

 

კომენტარები